ახალი ნანო ნაყინის სახე

პარტნიორობა

რატომ არის Mini Melts თქვენთვის იდეალური ბიზნეს პარტნიორი?

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი და უნიკალური პროდუქტი თქვენი მომხმარებლებისთვის

ჩვენ გვაქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება მსოფლიოს 30 ქვეყანაში

ჩვენ გვსურს რომ იყოთ წარმატებული

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი და უნიკალური პროდუქტი თქვენი მომხმარებლებისთვის

Mini Melts არის ნაყინის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც თქვენს მომხმარებლებს ადრე გაუსინჯავთ. ბუნებრივი ინგრედიენტები, უგემრიელესი გემო, უნიკალური ფორმა (ბურთულები) და სერვირების მრავალჯერადი საშუალება მას მაღალხარისხიან, ჯანსაღ პროდუქტად აქცევს რეალიზაციის მაღალი პოტენციალით
Mini Melts შეგიძლიათ მიირთვათ მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე: მთის ბილიკზე, ზღვის სანაპიროზე , თუ სეირნობის დროს, საბავშვო გასართობ ცენტრში, ზოოპარკში, გასართობ პარკში ან საცალო მაღაზიებში.

სარგებელი თქვენთვის:

ჩვენ გვაქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება 30 ქვეყანაში

ბრენდი ნამდვილად გლობალურია. Mini Melts წარმოდგენილია 30 ქვეყანაში: ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების ჯაჭვის განვითარების დიდი გამოცდილება. 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ჩვენ შევქმენით დახვეწილი ბიზნეს მოდელი მრავალი შესაძლებლობებით. ჩვენი მიწოდების ქსელი საშუალებას გვაძლევს საქმიანობა განვახორციელოთ მთელ ევროპაში.

სარგებელი თქვენთვის:

ჩვენ გვსურს რომ თქვენ იყოთ წარმატებული

მრავალმა სავაჭრო პარტნიორმა უკვე გამოგვიცხადა ნდობა, მაგრამ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. ჩვენ გვსურს, რომ Mini Melts კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მთელს ევროპაში. ამიტომ, მუდმივად ვავითარებთ ქსელს, ვეძებთ მასტერ ფრენჩაიზის მფლობელებს ახალ ბაზრებზე და შემდეგ დისტრიბუტორებს ჩვენს ამჟამინდელ ლოკაციებზე. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც გჭირდებათ ბიზნესის დასაწყებად: აღჭურვილობა, მარაგები, შესანიშნავი პირობები ზრდისთვის და მრავალი სხვა

სარგებელი თქვენთვის:

გახდი პარტნიორი

ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ წარმატებული ბიზნესის ნაწილი და შეუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს. Mini Melts არ არის მხოლოდ გემრიელი დესერტი, არამედ ღიმილისა და სიხარულის ნამდვილი მიზეზია.

გახდი პარტნიორი